მთავარ შინაარსზე გადასვლა
მთავარ გვერდზე დაბრუნება

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 8 ნოემბერი, 2026

ეს გვერდი ეხება mypetty-ს მოლოდინის სიას და იდეების ფორმას, სანამ აპი გამოვა. აპის გამოსვლამდე სრულ პოლიტიკას აქ გამოვაქვეყნებთ.

რა მონაცემებს ვაგროვებთ

მოლოდინის სიისთვის: ელფოსტას და, თუ მიუთითებ, ქალაქს, ცხოველის სახეობას და პასუხს კითხვაზე, დაგკარგვია თუ არა ცხოველი. იდეების ფორმისთვის: შენს ტექსტს და, თუ მიუთითებ, ელფოსტას.

რისთვის ვიყენებთ

იმისთვის, რომ აპის გამოსვლისას მოგწეროთ, იდეაზე გიპასუხოთ, და შეჯამებული, ანონიმური სტატისტიკისთვის, რომელიც პროდუქტის დაგეგმვაში გვეხმარება. მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამოდ არ ვიყენებთ.

სად ინახება

დაცულ მონაცემთა ბაზაში, ევროკავშირში განთავსებულ სერვერებზე. იდეების ფორმიდან გამოგზავნილი წერილის ასლი ჩვენს სამუშაო ელფოსტაზეც მოდის.

რამდენ ხანს ვინახავთ

მოლოდინის სიას: აპის გამოსვლამდე და გამოსვლიდან არაუმეტეს 12 თვისა. იდეებს: მიღებიდან არაუმეტეს 12 თვისა. ან სანამ წაშლას არ მოითხოვ.

შენი უფლებები

ნებისმიერ დროს შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა.

მოგვწერე: info@mypetty.ge

ჩაეწერე მოლოდინის სიაში

აპი მალე გამოვა iOS-სა და Android-ზე. დაგვიტოვე ელფოსტა და გამოსვლისთანავე მოგწერთ.

ვინ გყავს? · არასავალდებულო
ოდესმე დაგკარგვია ცხოველი? · არასავალდებულო